საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გასულ ღამეს ვაზისუბანში მოკლული პირი სამხედროა.
"თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს 27 დეკემბერს ტრაგიკული ინციდენტის შედეგად გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის, ლაშა გუჯეჯიანის დაღუპვის გამო.
პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზევე დააკავა", - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.
ცნობისთვის, ვაზისუბანში გვიან ღამით მკვლელობა მოხდა. მას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. ის ადგილზე დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.