საქართველოს ხელისუფლების სამიზნე დღეს ევროპარლამენტი იყო. ხმების დიდი უმრავლესობით მიღებული რეზოლუცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვს, ქართული ოცნების თავდასხმის საგანია. თუ აქამდე ივანიშვილის გუნდი ამტკიცებდა, რომ მას სულ რამდენიმე ევროპარლამენტარი ერჩოდა, ბოლო კენჭისყრის შემდეგ ევროპული ინსტიტუტი თითქმის ერთსულოვანი პოზიციის გამო, ოცნებამ საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს შეადარა.