14 საათზე მეტი გავიდა შეერთებულ შტატებში, ქალაქ ლუი-სტონში მომხდარი თავდასხმების შემდეგ. ეჭვმიტანილს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ. სამ ქალაქში გამოსცეს განკარგულება მოქალაქეებისთვის სახლებში დარჩენის შესახებ. ბოლო მონაცემებით, სროლას 18 ადამიანი ემსხვერპლა.