თაღლითობის სქემა მებრძოლების დისკრედიტაციის მიზნით?

თაღლითობის სქემა მებრძოლების დისკრედიტაციის მიზნით?

უკრაინაში მებრძოლი ქართველების ოჯახის წევრებისთვის ფულის გამოძალვას ცდილობენ. დაღუპულთა ოჯახებს გაურკვეველი პირების სოციალური ქსელის საშუალებით ეკონტაქტებიან, ტყუილს ეუბნებიან და თანხას სთხოვენ. სწერენ, რომ მებრძოლები ცოცხალი არიან, ტყვედ იმყოფებიან და ფულის გადახდის შემთხვევაში დააკავშირებენ. საყურადღებოა, რომ ყალბი ექაუნთებიდან მოწერილი მესიჯების ავტორები თავს ქართველ ჯარისკაცებად ასაღებენ. ტექსტური შეტყობინება მიუვიდათ ბახმუტში დაღუპულთა ოჯახის წევრებს.