ბესიკის ქუჩაზე ტიტუშკები თავს დაესხნენ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს, შაბათის ეთერის ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს, გიორგი შეწირულს.
როგორც ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე ჰყვება ტიტუშკები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტექნიკა წაართვეს. ასევე აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.
ჩიხლაძის თქმით, პატრულმა ეს ყველაფერი დაინახა, თუმცა რეაგირება არ ჰქონია.
"მიკროფონი წაიღეს, კამერა წაიღეს, ორივეს გვირტყეს, გვეძახდნენ, რას აშუქებთ თქვე ბო*ებო? პატრული აქ იდგა, ამ ადგილას და აქ მოხდა შემთხვევა. რეაგირება არ მოახერხეს, უბრალოდ წავიდნენ. დაგვესხნენ თავს, გვირტყეს, მაროდიორები არიან შავი ნიღბებით"- თქვა ჩიხლაძემ.