
ახლა უკვე ზუსტად ვიცით, რომ ვარშავაში მდებარე Marywilska-ს სავაჭრო ცენტრში გაჩენილი დიდი ხანძარი იყო ცეცხლის განზრახ გაჩენის შედეგი, რომელიც რუსეთის სპეციალური სამსახურების დავალებით მოხდა. დამნაშავეების ნაწილი უკვე დაკავებულია, დანარჩენები იდენტიფიცირებულნი არიან და იძებნებიან. ყველას მოგწვდებით!
ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
შეგახსენებთ, რომ ვარშავაში მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ხანძარი 2024 წლის 12 მაისს გაჩნდა. ხანძრის შედეგად 1400 მაღაზია და მომსახურების ცენტრი განადგურდა.