ტრეფიკინგის საქმე

ტრეფიკინგის საქმე

საქართველო მორიგ საერთაშორისო სკანდალში ეხვევა. გამოძიებით დადგინდა, რომ ტაილანდელი ქალები ჩვენს ქვეყანაში ტრეფიკინგის მსხვერპლები გახდნენ. 3 ქალი ჰყვება, რომ საქართველოში ისინი მოტყუებით ჩამოიყვანეს - იცოდნენ, რომ სუროგატ დედებად უნდა ემუშავათ, თუმცა მათი მტკიცებით, მიჰყავდათ კლინიკაში სადაც კვერცხუჯრედებს აცლიდნენ შემდეგ კი სავარაუდოდ უცხოეთში აგზავნიდნენ. ბევრ მათგანს ჯანმრთელობის პრობლემაც შეექმნა. დანაშაულის შესახებ ინფორმირებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა ამის შესახებ საჯაროდ მას შემდეგ მოუწიათ საუბარი, როდესაც ფაქტით ქართული მედია დაინტერესდა.

გამოძიება ადამიანის ვაჭრობის მუხლითაა დაწყებული - დაკავებული არავინაა.