ტრამპის თქმით, კამალა ჰარისთან დებატების შესახებ Fox News-ის შეთავაზებას დათანხმდა

ტრამპის თქმით, კამალა ჰარისთან დებატების შესახებ Fox News-ის შეთავაზებას დათანხმდა

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ კამალა ჰარისთან დებატების შესახებ Fox News-ის შეთავაზებას დათანხმდა.

"მე FoxNews-ის ეთერში კამალა ჰარისთან დებატებზე ოთხშაბათს, 4 სექტემბერს დავთანხმდი. დებატები ადრე დაგეგმილი ABC-ზე იყო, ჯერ კიდევ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ, რომელსაც მისი პარტია საშინლად მოექცა", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის ცნობით, დებატები პენსილვანიის შტატში გაიმართება.

უცნობია მიიღო თუ არა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა Fox News-ის მოწვევა.