ტრამპი მაიკ უოლცს გაეროში შეერთებული შტატების ელჩად წარადგენს

ტრამპი მაიკ უოლცს გაეროში შეერთებული შტატების ელჩად წარადგენს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით ის, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლს მაიკ უოლცს გაეროში შეერთებული შტატების შემდეგ ელჩად წარადგენს. ტრამპი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამ დროის განმავლობაში, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოვალეობას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეასრულებს.

"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ გაეროში შეერთებული შტატების შემდეგ ელჩად მაიკ უოლცს წარვადგენ. ბრძოლის ველზე უნიფორმაში ყოფნიდან, კონგრესში და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად მოღვაწეობიის დროიდან, მაიკ უოლცი მონდომებით მუშაობდა ჩვენი ეროვნული ინტერესების პირველ ადგილზე დასაყენებლად. ვიცი, რომ ის იმავეს გააკეთებს თავის ახალ თანამდებობაზეც. ამასობაში, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოვალეობას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეასრულებს და პარალელურად, გააგრძელებს მტკიცე ლიდერობას სახელმწიფო დეპარტამენტში. ჩვენ ერთად დაუღალავად გავაგრძელებთ ბრძოლას, რათა ამერიკა და მსოფლიო კვლავ უსაფრთხო გახდეს. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!", - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.