მელონი: ტრამპმა მხარი დაუჭირა NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსი გარანტიის უკრაინაზე გავრცელებას

მელონი: ტრამპმა მხარი დაუჭირა NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსი გარანტიის უკრაინაზე გავრცელებას

იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის თქმით, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრამ უკრაინაში მშვიდობის იმედი გააჩინა.

"საბოლოოდ გაჩნდა იმედის სხივი უკრაინაში მშვიდობის განსახილველად. იტალია თავის წვლილს ასრულებს დასავლელ მოკავშირეებთან ერთად", - თქვა მან.

ჯორჯია მელონი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წამოყენებულ სამშვიდობო ძალისხმევას უკრაინაში ომის დასასრულებლად მხარს უჭერს და აცხადებს, რომ მხოლოდ უკრაინას შეეძლება პირობებით და საკუთარ ტერიტორიაზე მოლაპარაკება.

"გადამწყვეტი საკითხი კვლავ უსაფრთხოების გარანტიებია რუსული ახალი შემოსევების თავიდან ასაცილებლად და ეს არის ასპექტი, რომელზეც ყველაზე საინტერესო ამბები დაფიქსირდა ანკორიჯში. მხოლოდ ძლიერი და სანდო გარანტიებია ამ მხრივ ის, რითიც შეიძლება ახალი ომებისა და აგრესიის თავიდან აცილება", - თქვა მან.

ჯორჯია მელონსი თანახმად, ამ მხრივ, პრეზიდენტმა დოანლდ ტრამპმა მხარი დაუჭირა იტალიის იდეას NATO-ს მე-5 მუხლზე დაფუძნებული უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. წინადადების საწყისი წერტილი, ჯორჯია მელონის თანახმად, არის კოლექტიური უსაფრთხოების პუნქტის განსაზღვრა, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს ისარგებლოს ყველა პარტნიორის მხარდაჭერით, მათ შორის აშშ-ის მხარდაჭერით, რომლებიც მზად არიან მიიღონ ზომები, თუ მასზე კვლავ განხორციელდება თავდასხმა.

7 მარტს იტალიის პრემიერმა გამოთქვა ინიციატივა, რომ NATO-ს მეხუთე მუხლი უკრაინაზე წევრობის გარეშე გავრცელდეს.

NATO-ს მეხუთე მუხლი, კოლექტიური თავდაცვის პრინციპი ალიანსის ხელშეკრულების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ის ყველა წევრ ქვეყანას ავალდებულებს, რომ თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთი დაიცვან.