
ამ წუთებში, თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირლანდიის პრემიერ მინისტრ მაიკლ მარტინს ხვდება. პრესკონფერენციის დროს, მედიასთან ტრამპმა განაცხადა, რომ მას "რუსეთვისთვის ცუდი რაღაცის გაკეთება შეუძლია, რაც რუსეთისთვის დამანგრეველი იქნება", და ამბობს, რომ "ამის გაკეთება არ სურს, რადგან მშვიდობის ნახვა უნდა".
„ჩვენ შეგვიძლია ძალიან ცუდი რამ გავაკეთოთ რუსეთისთვის. ეს დამანგრეველი იქნება რუსეთისთვის. მაგრამ მე არ მინდა ამის გაკეთება, რადგან მსურს მშვიდობის ნახვა", - თქვა ტრამპმა.
ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ჰყავს „ხალხი, რომელიც ახლა რუსეთში მიდის და მისივე თქმით, „იმედია, აშშ მიიღებს ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას რუსეთისგან".