ტრამპი ბირთვული წყალქვეშა ნავების განლაგებაზე: ეს ჩვენი ხალხის უსაფრთხოებისთვის გავაკეთე

ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა, უბრალოდ ფრთხილად უნდა ვიყოთ. მუქარა გაჟღერდა, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ეს შეუსაბამო იყო, ასე რომ უნდა ვიფრთხილოთ. ეს ჩვენი ხალხის უსაფრთხოებისთვის გავაკეთე. ეს მუქარა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერდა - ჩვენ ჩვენს ხალხს დავიცავთ.

ის [მედვედევი] საუბრობს ბირთვულ ძალაზე. როცა ბირთვულზე საუბრობ, მზად უნდა იყო. ჩვენ მზად ვართ.

თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

დღეს ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ დიმიტრი მედვედევის პროვოკაციული განცხადებების საფუძველზე 2 ბირთვულ წყალქვეშა ნავს "შესაბამის რეგიონებში განათავსებს".