ტრამპი: ალასკაზე პუტინთან ბირთვული იარაღის საკითხიც განვიხილე, ამ საუბარში ჩავრთავთ ჩინეთსაც

ალასკაზე შეხვედრა სხვა მხრივაც ძალიან წარმატებული იყო, რადგანაც ჩვენ [მე და პუტინმა] სხვა თემებზეც ვისაუბრეთ, მათ შორის ბირთვულ რაკეტებზე. ვისაუბრეთ ბირთვული იარაღის ლიმიტირებაზე, ამ საუბარში ჩვენ ჩინეთსაც ჩავრთავთ. ჩვენ გვაქვს ყველაზე მეტი ბირთვული შეიარაღება, შემდეგაა რუსეთი, მესამე ადგილზე კი ჩინეთია. ჩინეთი ბევრად უკანაა, მაგრამ დაახლოებით 5 წელში წამოგვეწევა, ჩვენ მათი ბირთვული იარაღისგან განიარაღება გვსურს, ეს ზედმეტად დიდი ძალაა.

განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალიტებთან საუბრისას.