ტრამპი: TikTok-ის მყიდველი უკვე არსებობს, სავაჭრო მოლაპარაკებები კანადასთან შეჩერებულია

ტრამპი: TikTok-ის მყიდველი უკვე არსებობს, სავაჭრო მოლაპარაკებები კანადასთან შეჩერებულია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პოპულარული ჩინური აპლიკაცია TikTok-ის ყიდვის მსურველი უკვე მოიძებნა. მისი თქმით, საუბარია „ძალიან მდიდარ ადამიანების ჯგუფზე“, რომლის შესახებ დეტალებს რამდენიმე კვირაში გაასაჯაროებს.

ტრამპის განცხადებით, შესაძლოა საჭირო გახდეს ჩინეთის ოფიციალური თანხმობაც, რაც, მისი შეფასებით, პრეზიდენტ სი ძინპინისგან რეალურად მოსალოდნელია.

გარდა ამისა, ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და კანადას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები დროებით შეჩერდება, სანამ კანადა გარკვეულ საბაჟო გადასახადებზე უარს არ იტყვის. მისი თქმით, შეთანხმების მიღწევა კანადასთან „რთული პროცესია“.