დენის დარტყმით თბილისში კიდევ ერთი ბავშვი დაიღუპა. შემთხვევა წყნეთში მოხდა, სკვერში, რომლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გამგეობა განმარტავს, რომ ბოძიდან დენი თვითნებურად იყო მიყვანილი ფანჩატურამდე, მაგრამ არ არსებობს პასუხი შეკითხვაზე - შესაბამისი სამსახურიდან რატომ არავინ აღმოფხვრა ეს დარღვევა? დაღუპული 15 წლის კალათბურთელია.