ჯოჯოხეთური სიცხე - ასე აღწერენ მოქალაქეები ევროპის სამხრეთ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას. გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია მოსახლეობას ჯანმრთელობისთვის მზარდი საფრთხის შესახებ აფრთხილებს. ჰაერის რეკორდული ტემპერატურის გამო საბერძნეთში, ესპანეთსა და შვეიცარიაში ტყის ხანძარს ვერ აქრობენ.