ტეხასში, ქალაქ ჰიუსტონში თოფით შეიარაღებული ქალი ევანგელისტურ ეკლესიაში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.
მას თან მცირეწლოვანი ბავშვიც ახლდა. ქალს საპასუხოდ, შენობაში მყოფმა სამართალმდამცველებმა ცეცხლი გაუხსნეს და ადგილზე მოკლეს.
მოწმეების განცხადებით, ქალმა სულ მცირე 20-ჯერ გაისროლა. მომხდარის შედეგად დაჭრილია ორი ადამიანი, მათ შორის ბავშვი, რომელიც ქალს ახლდა.
პოლიცია მუშაობს იმაზე, თუ რა კავშირი აქვს ბავშვს თავდამსხმელთან და რა იყო თავად ქალის მოტივი.