
ჩვენ ვიცით, რომ დიპლომატიურ პასპორტებზე გაავრცელეს ასეთი შეზღუდვა. თუ გააფართოებენ, ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს. ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის და როცა თავისუფლებისთვის იბრძვი, იქ რაღაცა ვიზის რიგში ჩადგომა მეათეხარისხოვანი საკითხია. რომ არ მაინტერესებს, მოლოდინიც არ მაქვს არანაირი. გუნდში ყველას ასეთი დამოკიდებულება აქვს. მოლოდინს შობს ინტერესი, რადგან ინტერესი არ გვაქვს, არ გვაქვს არც მოლოდინი.
ამბობს ირაკლი კობახიძე დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით.