ტაილანდში, ფეიერვერკების საწყობში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 9, დაშავდა 115 ადამიანი

ტაილანდში, ფეიერვერკების საწყობში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 9, დაშავდა 115 ადამიანი

ტაილანდში, ფეიერვერკების საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია.

მომხდარი აფეთქების შედეგად კიდევ 115 ადამიანი დაშავდა. ინციდენტი მალაიზიის საზღვართან, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე მოხდა. აფეთქების შედეგად ახლო მდებარე შენობების ფანჯრები და სახურავები ჩამოინგრა.

ასევე დაზიანდა ქალაქის დიდი ნაწილი.

ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ხანძარი კონტროლს ექვემდებარება და წინასწარი გამოძიებით დგინდება, რომ შენობის სამშენებლო სამუშაოების დროს ტექნიკური ხარვეზი მოხდა.