ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა

ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა

ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა. უვიზო მიმოსვლა 15 ივლისიდან დაიწყო.

განახლებული რეგულაციის თანახმად, 93 ქვეყნის მოქალაქეებს ტაილანდში უვიზოდ 60 დღით შეუძლიათ გაჩერება, სიაში საქართველოცაა.

ტაილანდის ოფიციალური პირების თქმით, უვიზო რეჟიმის შემოღების მიზანი უცხოელი ტურისტების მოზიდვაა.