
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავეს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში ადანაშაულებენ.
"სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რ.მ.", - აცხადებენ სუს-ში.
ის ამ თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა.