სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიზებულების ხარისხზე თავად ამ სტრუქტურის ანგარიში მეტყველებს. დოკუმენტი მორგებულია პარტიულ ხაზს. ხვალ პარლამენტში სუს-ის უფროსის მოადგილე მივა, რომელსაც ოპოზიციის შეკითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა.
სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშში ისიც წერია, რომ აღიკვეთა თავდასხმა პოლიტიკური თანამდებობის პირზე. დოკუმენტი მიჰყვება ქართული ოცნების ხაზს - შიდა არეულობის და პოლარიზაციის შესახებ.