არის თუ არა მუმლაძე სუს-ის თანამშრომელი, ეს კითხვა ლილუაშვილის მოადგილეს პარლამენტში რამდენჯერმე დაუსვეს. პასუხი ან დუმილია - ან არ ვიცი. სუს-ის მაღალჩინოსანმა დღეს წლიური ანგარიში წარადგინა. ოპოზიციის შეფასებით, დოკუმენტი პარტიულია და არა - სახელმწიფოებრივი. უსაფრთხოების სამსახური ოპონენტების დევნითაა დაკავებული, ამ დროს კი რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებია გაზრდილი. სუს-ის უფროსის მოადგილე ამტკიცებს, რომ ჯაშუშებს ავლენენ, მაგრამ არ აკავებენ.