სუნაკი: რუსეთმა სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა, ამაზე სწორი პასუხი რუსული ჯარების გაყვანაა

ცეცხლის შეწყვეტა არ არის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინისთვის. რუსეთმა განახორციელა უკანონო და არაპროვოცირებული შეჭრა. მან ჩაიდინა საშინელი სამხედრო დანაშაულები და ამაზე სწორი და ერთადერთი პასუხი არის რუსეთის მიერ უკრაინიდან თავისი ჯარების გაყვანა. ყველა გეგმა, რომელიც შენიღბულია სამშვიდობო გეგმად, რეალურად, მხოლოდ კონფლიქტის გაყინვის მცდელობაა, რაც აბსოლუტურად არასწორია.

განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა.