სუნაკი: ჩვენ უკრაინასთან ერთად ვიდგებით, ვიდრე ამ ომში არ გაიმარჯვებს

როგორც ბახმუტსა და მარიუპოლში ვნახეთ, რასაც რუსეთი ხელში ვერ იგდებს, მას ანადგურებს. იგივე სურთ გაუკეთონ უკრაინის ეკონომიკას. ჩვენ მოკავშირეებთან ერთად გავაგრძელებთ უკრაინის თავდაცვის, მისი კონტრშეტევის მხარდაჭერას და ვიდგებით უკრაინასთან ერთად, ვიდრე ამ ომში არ გაიმარჯვებს. ვამაყობ, რომ დღეს ვაცხადებთ უკრაინის ეკონომიკის მრავალწლიან მხარდაჭერას. მომდევნი სამი წლის განმავლობაში წარმოვადგენთ 3 მილიარდი დოლარის ოდენობის საკრედიტო გარანტიას.

განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა ლონდონში, უკრაინის აღდგენის საერთაშორისო კონფერენციაზე.