სუხიშვილები, ბათიაშვილი, გიგაშვილი - პრეზიდენტის ინიციატივით, 9-ში ევროპის დღე აღინიშნება

სუხიშვილები, ბათიაშვილი, გიგაშვილი - პრეზიდენტის ინიციატივით, 9-ში ევროპის დღე აღინიშნება

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, 9 მაისს ათონელის ქუჩაზე ევროპის დღე აღინიშნება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ევროპის დღის აღსანიშნავ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ლიზა ბათიაშვილი, გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, კატო კვარაცხელია, ნიკალა ზუბიაშვილი, მარიამ კუბანსკი, დათა მუნჯიშვილი, ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე, სუხიშვილები, ანსამბლი შავნაბადა, Loudspeakers, დაგადაგანი, Quemmekh.

ღონისძიება 21:00 საათზე დაიწყება.