სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებელთა პროტესტი

სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებელთა პროტესტი

უწყვეტი პროტესტია უნივერსიტეტში - სტუდენტებისა და პროფესორების ნაწილი ჯაბა სამუშიას გადადგომას მოითხოვს. რექტორს ამ დრომდე არ უპასუხია კითხვაზე, რატომ დაუთმო საუნივერსიტეტო სივრცე დარბევის ღამეს საპოლიციო ძალებს. ცოტა ხნის წინ პროფესორ-მასწავლებლებმა თსუ-სთან საუნივერსიტეტო საზოგადოების განცხადება წაიკითხეს. ამ დროისთვის დოკუმენტს ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტი ადამიანი უერთდება.