სტოლტენბერგი: რუსეთმა შეარყია მშვიდობა ევროპაში, ეს აღმაშფოთებელი ქმედებაა

პრეზიდენტ პუტინის არაპროვოცირებულმა აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ ჩვენი უსაფრთხოების გარემო გრძელვადიან პერსპექტივაში შეცვალა. რუსეთმა შეარყია მშვიდობა ევროპაში, ეს არის აღმაშფოთებელი ქმედება, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სისასტიკეს

განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

დღეს დილით, რუსულმა ძალებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, სახიფათო ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.