სტოლტენბერგი: რუსეთმა ნავალნის დაღუპვის გარემოებების შესახებ ყველა კითხვას უნდა უპასუხოს

ნავალნის სიკვდილის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო ღრმად დამწუხრებული და შეშფოთებული ვარ. ჩვენ ყველა ფაქტი უნდა დავადგინოთ და რუსეთმა მისი დაღუპვის გარემოებების შესახებ ყველა სერიოზულ კითხვას უნდა უპასუხოს.

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ციხეში დაღუპვას ეხმაურება.