სტოლტენბერგი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ დემოკრატიული ღირებულებები დაიცვას

მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები, რომელიც ჩვენ ყველას გვწამს. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ველით, რომ NATO-ს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს და არ გაუადვილებენ რუსეთს, დააფინანსოს და ორგანიზება გაუწიოს აგრესიის ომს უკრაინის წინააღმდეგ.

განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელის ფორუმზე.