კახოვკას ჰესის განადგურება ათასობით მშვიდობიან მოსახლეს საფრთხის ქვეშ აყენებს და გარემოს სერიოზულ ზიანს აყენებს. ეს არის აღმაშფოთებელი ქმედება, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინაში რუსეთის ომის სისასტიკეს.
წერს Twitter-ზე NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.
დღეს რუსებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. სადგურის განადგურებაში რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს.