სტოლტენბერგი: დარწმუნებული ვარ, როცა უკრაინა კონტრშეტევას გადაწყვეტს, წარმატებას მიაღწევს

ოპერაციული საკითხები უკრაინელების გადასაწყვეტია. ჩვენ, როგორც NATO-ს მოკავშირეებს და პარტნიორებს, გვეკისრება პასუხისმგებლობა, მივაწოდოთ უკრაინას რაც შეიძლება მეტი აღჭურვილობა. ეს მხარდაჭერა ცვლის ვითარებას ბრძოლის ველზე. უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინამ შეძლო რუსული ძალების გაყვანა კიევის ჩრდილოეთით. თავად ვიყავი ბუჩაში და ვნახე რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სისასტიკე. იგივეა აღმოსავლეთში, ხარკივში, სახმრეთში და ხერსონის ირგვლივ. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, მათმა გამბედაობამ და სიმამაცემ NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერასთან ერთად აჩვენა, რომ მათ შეუძლიათ მიწების გათავისუფლება. ხერსონის გათავისუფლების შემდეგ, ჩვენ კიდევ უფრო მეტი ტექნიკა მივაწოდეთ. დარწმუნებული ვარ, როცა უკრაინა გადაწყვეტს კონტრშეტევის დაწყებას ტერიტორიების გასათავისუფლებლად, ის წარმატებას მიაღწევს.

განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა "რამშტაინის" შეხვედრის დასრულების შემდეგ.