სტოლტენბერგი: აშშ-ის დახმარება უკრაინისთვის სასიცოცხლო და გადაუდებელი მნიშვნელობისაა

თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს არამხოლოდ ტრაგედია იქნება უკრაინელებისთვის, არამედ იქნება გზავნილი, რომ როდესაც ისინი იყენებენ სამხედრო ძალას, იღებენ იმას, რაც სურთ. ამიტომ, მტკიცედ მჯერა, რომ შეერთებული შტატებისთვის უკრაინის მხარდაჭერა კარგი გარიგებაა. ეს არ არის ქველმოქმედება, ეს არის ინვესტიცია საკუთარ უსაფრთხოებაში. ყოველი გადადებული კვირა ნიშნავს, რომ უკრაინის ფრონტზე მეტი ადამიანი დაიღუპება. სასიცოცხლო და გადაუდებელი მნიშვნელობისაა, რომ შეერთებულმა შტატებმა პაკეტზე გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან ეს მხარდაჭერა გვჭირდება.

ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.