სტიქიას ახმეტაში მსხვერპლი მოჰყვა

სტიქიას ახმეტაში მსხვერპლი მოჰყვა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა.

როგორც ცნობილია, ქარმა ავტობუსის გაჩერება მოგლიჯა, რომელიც ერთ-ერთ ეზოში ჩავარდა და კაცს დაეცა.

კაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფის მისვლამდე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით ( სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) დაიწყო.