საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია ორი ამერიკული, გავლენიანი კომპანიის მიერ საქართველოში ჩატარებული ეგზიტპოლი. ედისონ რისერჩმა ფორმულას დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების მიმოხილვა დაასრულა - "13- პუნქტიანი სხვაობა ედისონის ეგზიტპოლსა და „ქართული ოცნების" ოფიციალურ შედეგს შორის მანიპულაციაზე მიუთითებს - ასკვნის ამერიკულ კომპანია. მანიპულაციაზე ლაპარაკობს კიდევ ერთი ამერიკული კომპანია, HarrisX, რომელმაც საპარლამენტო არჩევნების დროს ეგზიტპოლი "მედიის თავისუფლების ფონდის" დაკვეთით ჩაატარა. მკვლევრების შეფასებით, ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები სტატისტიკურად აუხსნელ შეუსაბამობებს მოიცავს.