საგარეო საკითხებში ევროკავშირის სპიკერი, პიტერ სტანო ფორმულასთან NATO-ს გაფართოებასა და უკრაინაში რუსეთის ომის კავშირის შესახებ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს პროპაგანდისტული საბაბია, რომელსაც კრემლის რეჟიმი ხშირად იყენებს.
"იმის მიუხედავად, რომ ჩვენ სხვების განცხადებებზე ჩვეულებრივ კომენტარს არ ვაკეთებთ, ევროკავშირისთვის სრულიად ნათელია, რომ უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომის მიზეზი იყო:
ნებისმიერ შემთხვევაში, გასული წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა იყო და არის დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სასტიკი დარღვევა. ის არღვევს გაეროს წესდება - ამ უკანონო ქმედების მიზეზებისა თუ მოტივების ძებნის ნაცვლად, ის უნდა დაიგმოს და შეჩერდეს", - აცხადებს ის.
ბრატისლავაში მიმდინარე უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილმა ვლადიმერ პუტინისა და მისი რეჟიმის რიტორიკა გაიმეორა. მან თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი "მიზეზი" NATO-ს გაფართოების საკითხი იყო.
უკრაინაში შეჭრის საბაბად "NATO-ს გაფართოებას" ასახელებენ რუსეთშიც. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს ომის დაწყებამდე, არაერთხელ გაუმეორებიათ, რომ შემაშფოთებელია კიევის სურვილი, გახდეს NATO-ს წევრი, თუმცა, ომის დაწყების წინ, დღის წესრიგში ეს საკითხი არ მდგარა.