
სტამბოლში შრომისა და სოლიდარობის დღეს გამართულ მარშზე პოლიციამ 400-მდე ადამიანი დააკავა.
თურქეთის დედაქალაქში მდგომარეობა დაიძაბა მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა, სამართალდამცავების მიერ ბარიერებით შემოსაზღვრულ ტაქსიმისა და გეზის პარკებში შესვლა სცადეს. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რის შედეგადაც, მათ ჯამში 384 ადამიანი დააკავეს.
უნდა აღინიშნოს, რომ პოლიცია მედიის წარმომადგენლებს ადამიანების დაკავების პროცესის გადაღების საშუალებას არ აძლევდა.