სროლას პრაღის უნივერსიტეტში 15 ადამიანი ემსხვერპლა

სროლას პრაღის უნივერსიტეტში 15 ადამიანი ემსხვერპლა

პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში შეჭრილმა თავდამსხმელმა მოკლა 15 ადამიანი, ხოლო დაშავებულია დაახლოებით 30 მათგანი.

პრაღის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შესაბამისმა ძალებმა მოახერხეს თავდამსხმელის ლიკვიდირება.

"მსროლელი ლიკვიდირებულია! ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის ევაკუაცია, არის რამდენიმე დაღუპული და დაშავებული", - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

ამასთანავე უცნობია თავდამსხმელის ვინაობა ან რა მოტივი ამოძრავებდა მას.