სპეცრაზმმა მოქალაქეების ძალადობრივად დაკავება დაიწყო

სპეცრაზმმა მოქალაქეების ძალადობრივად დაკავება დაიწყო

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეების ძალადობრივად დაკავება დაიწყო.

საპოლიციო ძალები თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ ცოტა ხნის წინ დაიძრნენ და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგდნენ.

რუსთაველის გამზირზე ვითარება დაძაბულია.

მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება გრძელდება.