სპეცრაზმელები მომიტინგეებს რესპუბლიკის მოედანზეც აკავებენ

სპეცრაზმელები მომიტინგეებს რესპუბლიკის მოედანზეც აკავებენ

სპეცრაზმი, გარდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისა, რესპუბლიკის მოედანზეც მობილიზებულია - ისინი მომიტინგეებს აკავებენ და აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

ადგილზე დგას წყლის ჭავლის მანქანაც.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო დემონსტრაციების მე-9 ღამეს სპეცრაზმმა კვლავ დაიწყო დემონსტრაციის ძალის გამოყენებით დაშლა. დააკავეს არაერთი ადამიანი - მათი რაოდენობა ჯერჯერობით დაუზუსტებელია.

დაკავებულთა შორისაა კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი, ცოტნე კობერიძე.

ამ წუთებში კვლავ ისმის გამაფრთხილებელი ხმა, რომელიც მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდებს.