ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში სახლები, ბაღები და საფლავები იტბორება. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც სოფელში ჰესი ამუშავდა. მოსახლეობა ამბობს, რომ კომპანია და ხელისუფლება დანაპირებს არ ასრულებენ, რის გამოც ცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევთ.