სოფელ უდეში მეწყერი ჩამოწვა

სოფელ უდეში მეწყერი ჩამოწვა

ოჯახები დახმარებას ელოდებიან სოფელ უდეში, სადაც მეწყერმა სახლები დაანგრია, ზოგ შემთხვევაში კი დაბზარა. ალტერნატიული სივრცე, რომელიც 7 ოჯახს ხელისუფლებამ შესთავაზა, ადგილობრივების თქმით, საცხოვრებლად გამოუსადეგარია. ღია ცის ქვეშ დარჩენილები თავს ნათესავებს აფარებენ. სოფელში ჰყვებიან, რომ მეწყრული პროცესები 1 წლის წინ გააქტიურდა და მას შემდეგ, სახლებს საკუთარი ძალებით ამაგრებდნენ. ამასთან, უდეში მეწყრული პროცესების შესაძლო განვითარებაზე გარემოს ეროვნული სააგენტო 2022 წელს წერდა.