გვიან ღამით, სოფელ კუმისთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7 დაშავდა. დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.