სოფელ კარდენახში ორი ადამიანი მოკლეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მკვლელობა მოხდა. როგორც ცნობილია, მოკლულია ორი ადამიანი.
დანაშაული სოფელში ცოტა ხნის წინ მოხდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დამატებით დეტალებს ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.