სოლდიკი: ძალადობის გამო ფესტივალის იძულებით გაუქმება საქართველოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯია

საფრთხისა და ძალადობის გამო დღევანდელი თბილისი პრაიდის ფესტივალის იძულებითი გაუქმება საქართველოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. იმედგაცრუებულები ვართ, რომ პოლიციამ არ დაიცვა ფესტივალის მონაწილეების ფუნდამენტური ადამიანის უფლებები. ნორვეგია უერთდება ხელისუფლებისადმი მოწოდებას, რომ პასუხისმგებელ პირებს პასუხისმგებლობა დააკისრონ.

ტვიტერზე წერს საქართველოსა და სომხეთში ნორვეგიის საქმეთა დროებითი რწმუნებული მარკო სოლდიკი.

დღეს დაგეგმილი თბილისი პრაიდფესტი ძალადობრივი ჯგუფებისგან თავდასხმის გამო ვერ ჩატარდა. თბილისი პრაიდის წევრებს და მოქალაქეებს ფესტივალის ტერიტორიის დატოვება მოუწიათ, რადგან, მათი თქმით, პოლიციამ ტერიტორია ვერ დაიცვა.