სლოვაკეთის პრეზიდენტი: კანონის ამოქმედება ევროკავშირისკენ მისწრაფებას ეწინააღმდეგება

სლოვაკეთი საქართველოს და მისი ხალხის მეგობარია. ასევე, მხარს უჭერს მათ მისწრაფებებს ევროკავშირისკენ. უცხოური გავლენის შესახებ კანონის ამოქმედება სწორედ ამ მისწრაფებას ეწინააღმდეგება.

საქართველოში ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა ევროკავშირისა და მისი ღირებულებებისადმი პატივისცემას იმსახურებს

წერს სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა X-ზე და ქართული ოცნების მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება.