სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

სლოვაკეთის პრემიერმინისტრის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები რობერტ ფიცოს რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას აპროტესტებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრატისლავაში გამართულ აქციაზე 60 000 ადამიანი გამოვიდა. ამასთან, დემონსტრაციები სლოვაკეთის 20 სხვა ქალაქშიც გაიმართა.

სლოვაკეთში ვითარება რამდენიმე დღის წინ დაიძაბა - ფიცომ ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ქვეყანაში უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, უკრაინასა და საქართველოში მომხდარი ფერადი რევოლუციების ანალოგიური, სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე არსებობს.

ფიცოს მთავრობას რუსული ინტერესების გატარების გამო დასავლურ ქვეყნებში ხშირად აკრიტიკებენ.