სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინისთვის გამოყოფილი პირველი 4 ერთეული MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავი უკრაინაში ჩავიდა.
სამინისტროს ცნობით, უკრაინას ჯამში 13 საბჭოთა პერიოდის საბრძოლო თვითმფრინავს გადასცემენ. მათი ინფორმაციით, დარჩენილი თვითმფრინავები უკრაინას მალე გადაეცემა, მაგრამ ოპერაციული მიზეზების გამო დამატებით დეტალები ჯერ არ ასაჯაროებენ.
„სლოვაკეთი სწორ მხარესაა და ამ ჟესტით, ჩვენ, როგორც ქვეყანამ თანამედროვე მსოფლიოს ისტორიაში დიდი ასოებით თავად ჩავწერეთ დროულ დახმარებაზე, გულწრფელ სოლიდარობასა და ერის სიდიადეზე“ - განაცხადა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა.
MiG-29 თვითმფრინავების გადაცემა სლოვაკეთსა და უკრაინას შორის ხელისუფლებათა შორის შეთანხმების შედეგად მოხდა.
სლოვაკეთი უკრაინას ასევე გადასცემს KUB-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს.
17 მარტს სლოვაკეთის ხელისუფლებამ უკრაინისთვის MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემა დაადასტურა.
სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა ედუარდ ჰეგერმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას ზრდიან.
სლოვაკეთი მეორე ქვეყანაა, ვინც კიევს MiG-29 თვითმფრინავებს გადასცემს. ამავე შეიარაღების გადაცემა 16 მარტს პოლონეთმა გამოაცხადა.
MiG-29 თვითმფრინავების ფლოტმა სლოვაკეთის შეიარაღებიდან გასულ ზაფხულს მოიხსნა. 13 თვითმფრინავიდან უმეტესობა არაა მუშა მდგომარეობაში, თუმცა სლოვაკეთი უკრაინას იმ თვითმფრინავებს გაუგზავნის რომლებიც გამართულად მუშაობენ დანარჩენი კი ნაწილების სახით გადაეცემათ.