უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, რუსული არმია გეგმებს არ ცვლის და ყველაფერს აკეთებს, რომ ბახმუტზე კონტროლი დაამყაროს.
"აღმოსავლეთ ფრონტზე ვითარება დაძაბული, მაგრამ კონტროლირებადია. რუსებმა ბოლო დღეებში მძიმე შეიარაღებით დაბომბვის ინტენსივობა გაზარდეს, დაიწყეს უფრო მოწინავე ტექნიკის გამოყენება და ჯარების გადაჯგუფება.
ეს იმაზე მეტყველებს, რომ მტერი გეგმების შეცვლას არ აპირებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბახმუტზე კონტროლი დაამყაროს და შეტევითი ოპერაციები გააგრძელოს", - თქვა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა.
სირსკის თქმით, უკრაინელი მებრძოლების აქტიური მოქმედებების წყალობით, რუსი ოკუპანტები დასახული მიზნების მიღწევას ვერ ახერხებენ.