სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ისრაელმა დამასკოსა და ალეპოს აეროპორტები დაბომბა.
ადგილობრივმა არხმა Sham FM-მა განაცხადა, რომ თავდასხმის საპასუხოდ სირიაში საჰაერო თავდაცვის სისტემები ამუშავდა. იუწყებოდნენ, რომ ალეპოს აეროპორტის დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დამასკოს აეროპორტის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
Reuters წერს, რომ ისრაელი მრავალი წელია სირიაში დარტყმებს ახორციელებს ობიექტებზე, რომლებსაც ის ირანთან დაკავშირებულს უწოდებს, მათ შორის დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე.
თავდასხმები ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის სირიაში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე მოხდა.